You Know More, Than You Think!

აღმოჩენა: შიზოფრენიას პარაზიტი იწვევს?

მრავალი, როგორც გენეტიკური, ისე – გარემოსმიერი ფაქტორი, ზრდის შიზოფრენიის რიკს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მემკვიდრეობითობას აქვს უდიდესი როლი. დღემდე სკეპტიკურადაა მიჩნეული, რომ შიზოფრენიის გამომწვევია პარაზიტით „Toxoplasma gondii“ ინფექცია, რომლის გადაცემაც ხდება ნიადაგიდან, არასათანადო დამუშავებელი ხორციდან და/ან კატის ფეკალური მასებიდან.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინალური მედიცინის სკოლის ეპიდემიოლოგიისა და პოპულაციის ბიოლოგიის პროფესორმა, გარი სმიტმა გამოიყენა ეპიდემიოლოგიური მოდელირების მეთოდები, რათა განესაზღვრა „Toxoplasma gondii“ ინფექცით გამოწვეული შიზოფრენიის შემთხვევების წილი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შიზოფრენიის შემთხვევების დაახლოვებით 1/5 ნაწილი შეჭიდულია აღნიშნულ ინფექციასთან.
schizophreniaსმიტი აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ ტოქსოპლაზმით ინფიცირება ძალიან გარცელებულია და ადამიანების მცირე ნაწილს შეიძლება აწუხებდეს ინფიცირებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, ჩვენ შესაძლოა ვსაუბრობდეთ იმ პრობლემებზე, რომელიც შესაძლოა ათასობით ადამიანს აწუხებდეს“.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის მეხუთედი ინფიცირებულია T.Gondii პარაზიტით. მათმა უმრავლესობამ აღნიშნული არც იცის. მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ნამდვილად არსებობს შეშფოთების მიზეზი. მაგალითად, ორსულობის დროს, ქალის ინფიცირებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ან სერიოზული პრობლემების განვითარება ნაყოფში, ხოლო აივ ინფექციისა და სხვა ისეთი დაავადებების, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას, მატარებელ პირებში, აღნიშნული პარაზიტის არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი.
მედიცინის წარმომადგენლებს, დიდი ხანია სჯეროდათ, რომ ჯანმრთელი ადამიანის ჩივილები არ იყო შეჭიდული აღნიშნული პარაზიტით გამოწვეულ სიმპტომებთან, თუმცა ბოლო კვლევებმა ცხადყო შემაშფოთებელი შედეგები, მათ შორის ისიც, რომ აღნიშნული პარაზიტი შიზოფრენიის გამომწვევია, რადგანაც T.Gondii ცოცხლობს როგორც ტვინში, ასევე – კუნთებში. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ ანტიფსიქოზურ პრეპარატს შეუძლია პარაზიტის გამრავლების შეჩერება. გარდა ამისა, საველე და ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ თაგვებში, ვირთხებსა და ადამიანებში აღნიშნული პარაზიტი წარმოშობს ცვლილებებს ქცევასა და პიროვნულ თვისებებში.
T.Gondii-ით დაინფიცირებასა და შიზოფრენიას შორის, კავშირის დასადგენად, სმიტი შეეცადა, გამოეთვალა მოსახლეობის მიკუთვნებულობის წილი (PAF) ამ პარაზიტისადმი, რათა დადგენილიყო აღნიშნული ინფექციით დასნებოვნება რამდენად ძლიერ რისკ ფაქტორს წარმოადგენდა, ანუ მეცნიერის განმარტებით, PAF ეს არის შიზოფრენიის იმ დიაგნოზების წილი, რომლებიც არ მოხდება, რომ არა – T.Gondii პარაზიტი.
თუმცა აღნიშნულმა მეოდმა ვერ უზრუნველყო თვალნათლივ შიზოფრენიასა და აღნიშნულ პარაზიტს შორის შეჭიდულობა, რადგან ზოგიერთი ცვლადი მუდმივად იცვლებოდა. მაგალითად, იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც დაინფიცირდნენ T.Gondii პარაზიტით, იზრდებოდა ასაკთან ერთად. სტანდარტული ეპიდემიოლოგიური მოდელების გამოყენების ფორმატით, სმიტმა დაადგინა, რომ საშუალო PAF საშუალო სიცოცხლისუნარიანობის მანძილზე შეადგენს 21.4%-ს.
სმიტი განმარტავს: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვაინტერესებს, რომ თუ შევძლებთ, აღვკვეთოთ ამ პარაზიტით დაინფიცირება, მაშინ რამდენი შიზოფრენიის შემთხვევის აცილებას შევძლებთ?“ აქვე პასუხობს: „სიცოცხლის მანძილზე, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელი იქნება 1/5 შემთხვევის არიდება. ეს ჩემთვის საყურადღებოა“.
მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც გაცილებით დიდ მასშტაბებშია წარმოდგენილი აღნიშნული პარაზიტით დაინფიცირება, ვიდრე – აშშ-ში, შესაბამისად, ამ ქვეყნებში უფრო ხშირია შიზოფრენიით დაავადება.
შიზოფრენია მნიშვნელოვნად უმცირებს ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობას და უმეტესობა ვერც კი მუშაობს. ამავდროულად, ოჯახის წევრებმა შეიძლება, დატოვონ სამსახური, რათა იზრუნონ მათზე . აღნიშნული ფაქტორები კი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, კერძოდ, 50-60 მილიონი $ იხარჯება ჯანდაცვის ბიუჯეტიდან აშშ-ში.
მეცნიერის განცხადებით, „T.Gondii პარაზიტით ინფიცირება იმდენად საფრთხის მომტანია, რომ აუცილებელი გახდა მისი კვლევა. იმის ნაცვლად, რომ ირონიულად აღვიქვათ კავშირი T. Gondii პარაზიტსა და შიზოფრენიას შორის, მარტოოდენ იმიტომ, რომ არაორდინალურად ჩანს ეს ყოველივე, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და გავაანალიზოთ ეს ყოველივე ერთობლივად. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, ვეძიოთ გზები აღნიშნული პარაზიტით დასნებოვნების შესამცირებლად.“
კვლევას მხარი დაუჭირა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლამ.

Comments

comments