You Know More, Than You Think!

უძილობა – ჩვენი უსაფრთხოების საფრთხე

ახალი კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ უძილობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ავტოკატასტროფების და მსგავსი ფატალური შემთხვევების დროს დაღუპვას. აღნიშნულ შედეგებს ეხმიანება კამპანია “Sleep Well, Be Well” , რომელიც ჩატარდა ჯანმრთელი ძილის ცნობიერების ეროვნული პროექტის ფარგლებში.
შედეგებმა ცხადყო, რომ უცაბედი ფატალური დაზიანებების რიცხოვნება იზრდებოდა ინსომნიის სიმპტომების აღმოცენებასთან ერთად. ავტოკატასტროფებში დაღუპული ადამიანების რიცხოვნება, რომელთაც ჰქონდათ ინსომნიის სამივე სიმპტომი 2.8-ჯერ აღემატებოდა მათ, ვისაც არ ჰქონდათ ინსომნიის სიმპტომები, მათ შორის, რომლებიც არ იყვნენ ალკოჰოლ-დამოიკიდებულნი და არ იღენდნენ ძილის წამლებს.
sleep-well-be-well
ინსომნიის სამ სიმპტომს შორის, გართულებულ ჩაძინებას ყველაზე მჭიდრო და მნიშვნელოვანი შეჭიდულობა ახასიათებს ფატალურ დაზიანებასთან. გართულებული ჩაძინების მქონე ადამიანების დაზიანებების რიცხვი, რომელიც გამომდინარეობდა ავტოკატასტროფებიდან და იწვევდა მათ სიკვდილს, აღემატებოდა 2-ჯერ იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც აღნიშნული სიმპტომი არ გააჩნდა და აღემატებოდა 1.5-ჯერ იმ ადამიანებების რიცხვს, რომელთა გარდაცვალებაც სხვადასხვა ფატალური შემთხვევების გამოისობით მოხდა. ჩაძინების პრობლემების მქონე ადამიანთა 34% გარდაიცვალა ავტოკატასტროფების დროს, ხოლო 8% – უეცარი ფატალური შემთხვევების გამო.
ნორვეგიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოსტდოქტორი ლარს ლაუგსენდი აცხადებს: „ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ ფატალური ავიაკატასტროფებისა და ფატალური შემთხვევების დადგომას მნიშვნელოვნად განაპირობებე, დიდი წილით, ინსომნიის მქონე ადამიანები. ინსომნიის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მისი დადგენა და შემდგომი მკურნალობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფატალური შემთხვევების ოდენობას.“
აღნიშნული კვლევები გამოქვეყნდება ნოემბრის თვეში, ჟურნალში „Sleep”.
“ჯანმრთელი ძილი აუცილებელი წინაპირობაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. ძილი არის საჭოროება და არა – ფუფუნება. ჯანმრთელი ძილის პოპულარიზაცია უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირეული ფუნდამენტი“ – აცხადებს ამერიკული აკადემიის ძილის მედიცინის პრეზიდენტი ტიმოთი.
2014 წლის დასაწყისში გაიმართა პროექტი “Sleep Well, Be Well” , რომელიც ემსახურებოდა ძილის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლებას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტი. სხვა დეტალები იხილეთ ამ ლინკზე: http://www.projecthealthysleep.org
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ აღრიცხული მონაცემების თანახმად, აშშ-ში ფიქსირდება უცაბედი სიკვდილის 126 000 შემთხვევა ყოველწლიურად, რომელიც მეხუთე ადგილს იკავებს სიკვდილის მიზეზებში, საიდანაც 33000 მოდის ავტოკატასტროფებზე, 27000 მოდის საბედისწერო ვარდნებზე.

Comments

comments